"30 წლის შემდეგ გამოაცხადეს, რომ აღარ ვჭირდები თეატრს... ბრძოლა იქნება უკომპრომისო...“ - ვინ გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრიდან?
მარჯანიშვილის თეატრში ხმაურია. გავრცელებული ინფორმაციით, თეატრის დასიდან ათამდე მსახიობმა გაუშვეს. გათავისუფლებულთა შორის არიან თეატრის სახეები და მაყურებლისთვის საყვარელი არტისტები, რომლებმაც აღნიშნულ სცენაზე ათეულობით წელი გაატარეს.
მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი, რომლის დებიუტი მარჯანიშვილის სცენაზე 1997 წელს შედგა, სოციალურ ქსელში წერს, რომ 30-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მას თეატრის ადმინისტრაციამ თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ აცნობა:
"მითხრეს, რომ აღარ ვჭირდები თეატრს... 30 წლის შემდეგ გამოაცხადეს, რომ აღარ ვჭირდები თეატრს... ბრძოლა იქნება უკომპრომისო...“ - აცხადებს მსახიობი.
ანალოგიური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა მსახიობმა ეკა ნიჟარაძემაც. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილება სიმბოლურად 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს დაემთხვა.
"რა სიმბოლურია, რომ მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ეს მშრომელი ქალი ოცდათერთმეტწლიანი მუშაობის შემდეგ (1995-2026) მარჯანიშვილის თეატრიდან გამომისტუმრეს“ - წერს ნიჟარაძე.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარჯანიშვილის თეატრიდან გაათავისუფლეს მსახიობები: ნინაკა გელაშვილი, გურამ ჯაში, ზაზა იაქაშვილი, ნათია გუბენკო და მაია კაციტაძე. გააგრძელეთ კითხვა