რას ნიშნავს სკუფიაზე გამოსახული ბრილიანტის ჯვარი, რომელსაც საქართველოში 4 მღვდელმთავარი ატარებს
"საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მღვდელმთავრები არიან: - ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი. მიტროპოლიტი 1978 წლამდე მეორე პანაღიით ჯილდოვდებოდა. შემდეგ მეორე პანაღიით დაჯილდოება ეკლესიაში გაუქმდა, მაგრამ დარჩა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით ტარების უფლება“ - აღნიშნავს ისტორიკოსი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რომელსაც ვთხოვეთ, განემარტა თუ რას ნიშნავს ეს ჯილდო და საქართველოში მიტროპოლიტებიდან ვის აქვს ის მინიჭებული.
სერგო ვარდოსანიძე:
- ამჯერად ჩვენს ეკლესიაში ოთხი მიტროპოლიტია, ვისაც თავისი დამსახურების გამო პატრიარქმა ილია II-ემ ეს ჯილდო მიანიჭა და ეს პატივი მათ ერგოთ. პირველი იყო დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), მეორე იყო ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მესამე გახლდათ ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი, ისაია (ჭანტურია) და მეოთხე - მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), როდესაც ის მოსაყდრედ იქნა გამორჩეული და პატრიარქმა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით მაშინ დააჯილდოვა.
- ეს არის იერარქიული უპირატესობა?
- ეს არის მისი დამსახურების გამო მიღებული ჯილდო. მეუფე დანიელმა, მოგეხსენებათ, აფხაზეთის ომის მძიმე დღეები გადაიტანა. მეუფე აბრაამმა დასავლეთ ევროპის ეპარქია უცხოეთში, ფაქტობრივად, არაფრისგან შექმნა. იქაური თანამემამულეებზე გამორჩეულად ზრუნავდა და მათთვის ბევრი რამ გააკეთა. რაც შეეხება მეუფე ისაიას, იცით, რომ ომის დროს, 2008 წელს როგორ ამხნევებდა ხალხს, ფეხი არ გამოუდგამს იქიდან. მერე ოკუპირებულ ზონაში გადავიდა და სამი წელიწადი საბუთი არ გავსო, - იქიდან არ უშვებდნენ. გააგრძელეთ კითხვა