სკანდალი ქართველი ბიზნესმენისა და უკრაინელი მოდელის 4-მილიონიანი ქორწილის გარშემო: "სანამ ხარკოვი იწვის, ისინი რიკი მარტინთან ერთად ერთობიან"
როგორც ფრანგული გამოცემა Nice-Matin იუწყება, ლაჟვარდოვან სანაპიროზე მორიგი ფუფუნების ზეიმი შედგა, რომელმაც საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ქორწილზე, რომელზეც ambebi.ge წერდა, კიდევ ერთხელ გახდა ხმაურის საგანი. საგულისხმოა, რომ ეს მოვლენა დაემთხვა კიდევ ერთ ხმაურიან სიახლეს: სულ რაღაც ერთი კვირით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა ოლიგარქმა და მილიარდერმა, საფეხბურთო კლუბ "შახტარის" მფლობელმა - რინატ ახმეტოვმა, მონაკოში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული აპარტამენტი შეიძინა, რაშიც 471 მილიონი ევრო გადაიხადა. ამჯერად კი მედიის ყურადღების ცენტრში კანში გამართული „ფარაონული“ ქორწილი მოექცა.
ფუფუნების მწვერვალი "Château de la Croix des Gardes"-ში
შაბათს, 25 აპრილს, კანის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ციხესიმაგრეში - Château de la Croix des Gardes-ში, ქართველი ბიზნესმენისა და უკრაინელი მოდელის შეუღლება აღნიშნეს. გამოცემა Nice-Matin-ის ცნობით, ეს არის წლის ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი, რომლის საერთო ბიუჯეტმა 4,5 მილიონ ევროს გადააჭარბა.
ნეფე - ნიკა ლომია, ქართველი ბიზნესმენია, რომელმაც ქონება ონლაინ-კაზინოების ინდუსტრიაში დააგროვა. პატარძალი - ნიკა კუზნეცოვა, 24 წლის მოდელი და "მის უკრაინის" ყოფილი კანდიდატი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ მონაკოში ცხოვრობს. ქორწილის დეკორაციისთვის ათასობით თეთრი ყვავილი გამოიყენეს, სუფრებზე კი 1000 ბოთლამდე შამპანური, ხიზილალა და ლობსტერები იყო წარმოდგენილი. საღამოს კულმინაცია გრანდიოზული ფეიერვერკი და დრონების შოუ გახლდათ.
რიკი მარტინი და ვარსკვლავური სტუმრები
საღამოს მთავარი მოვლენა მსოფლიო ვარსკვლავის, რიკი მარტინის პირადი კონცერტი იყო. მომღერალმა თავისი ჰიტები, მათ შორის ცნობილი "Un, dos, tres" შეასრულა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მის ჩამოსაყვანად წყვილმა 1,7 მილიონი ევრო გადაიხადა. გააგრძელეთ კითხვა