"საქართველოს დემოკრატია ალყაშია" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი? - კვირის პალიტრა

"საქართველოს დემოკრატია ალყაშია" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი?

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საქართველოს დემოკრატია ალყაშია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ პოსტში წერს.

მისი ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის ოქტომბრიდან 181-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, 26 დააკავეს, 20-ზე მეტი მედია საშუალება კი დაადუმეს.

„ეს ჩვენი ევროპული გზის სისტემატური ღალატია“, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.