ლეგენდარული მოჭადრაკე იუბილარია - ნონა გაფრინდაშვილი 85 წლის გახდა! (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ლეგენდარული მოჭადრაკე იუბილარია - ნონა გაფრინდაშვილი 85 წლის გახდა! (ვიდეო)

ლე­გენ­და­რუ­ლი მო­ჭად­რა­კე ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი იუ­ბი­ლა­რია. დღეს, 3 მა­ისს ის 85 წლის გახ­და.

ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი არის ქალ­თა 5-გზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ჭად­რაკ­ში, ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა 1962 წელს და ინარ­ჩუ­ნებ­და 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. იგი გახ­ლავთ სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დე­ბის 11 გზის ჩემ­პი­ო­ნი. 1978 წელს გახ­და პირ­ვე­ლი ქალი მო­ჭად­რა­კე რო­მელ­საც მი­ე­ნი­ჭა დი­დოს­ტა­ტის წო­დე­ბა მა­მა­კაც­თა შო­რის.1997 წელს კი ფი­დემ მსოფ­ლიო ჭად­რა­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი­სათ­ვის ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის გარ­და­მა­ვა­ლი თასი და­ა­წე­სა, რო­მე­ლიც გა­და­ე­ცე­მა სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დებ­ზე სა­უ­კე­თე­სო ქვე­ყა­ნას მა­მა­კაც­თა და ქალ­თა გუნ­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო ჯა­მუ­რი შე­დე­გის­თვის. ნონა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს XX სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო ქალ სპორ­ტსმე­ნად.

მისი კა­რი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის­თვის ნონა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ორ­დე­ნე­ბით რო­გო­რე­ბი­ცაა: ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ხა­რის­ხის ორ­დე­ნი, თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნი.