როგორ ხდება წმინდანად შერაცხვა - რის საფუძველზე ხდება ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა? - სერგო ვარდოსანიძე კრიტერიუმებზე - კვირის პალიტრა

როგორ ხდება წმინდანად შერაცხვა - რის საფუძველზე ხდება ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა? - სერგო ვარდოსანიძე კრიტერიუმებზე

სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში XX სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე უკვე 9 პატ­რი­არ­ქია დაკ­რძა­ლუ­ლი. მათ­გან სამი წმინ­და­ნად არის შე­რა­ცხუ­ლი. ვინ არი­ან ეს პატ­რი­არ­ქე­ბი, რო­გორ ხდე­ბა სა­ერ­თოდ წმინ­და­ნად შე­რა­ცხვა, რო­გორ და რო­დის შე­ი­რა­ცხნენ XX სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე სამი პატ­რი­არ­ქი წმინ­და­ნე­ბად, - ამ თე­მა­ზე ის­ტო­რი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- წმინ­და­ნად შე­რა­ცხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა. რას ეყ­რდნო­ბა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერის­კა­ცის­თვის თუ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის თუნ­დაც ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­სტი, რო­მელ­შიც მას მო­უ­წია მოღ­ვა­წე­ო­ბა?

- ადა­მი­ა­ნის წმინ­და­ნად შე­რა­ცხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა. ეს ერთი მხრივ უკავ­შირ­დე­ბა მის ქრის­ტი­ა­ნულ ცხოვ­რე­ბას, სუ­ლი­ერ სიმ­ტკი­ცეს და მე­ო­რე მხრივ - იმ იდე­ი­სად­მი და საქ­მი­სად­მი თავ­და­დე­ბას, თავ­გან­წირ­ვას, რა­საც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მსა­ხუ­რე­ბა ჰქვია. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში წმინ­და­ნე­ბად ასე შე­ი­რა­ცხნენ ჩვე­ნი მე­ფე­ე­ბი, გა­მორ­ჩე­უ­ლი მხე­დარ­თმთავ­რე­ბი და რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი, რო­მელ­თაც პირ­ნათ­ლად აღას­რუ­ლეს ეს მი­სია და და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რაც ეკ­ლე­სი­ას აქვს. ეს მთე­ლი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე სულ ასე იყო.

წმინ­და­ნად შე­რა­ცხვას ყო­ველ­თვის წინ უძღვის ღრმა კვლე­ვა და და­სა­ბუ­თე­ბა - რა­ტომ იმ­სა­ხუ­რებს ესა თუ ის პი­როვ­ნე­ბა ეკ­ლე­სი­ის ამ უმაღ­ლეს აღი­ა­რე­ბას. ჩვენს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში, 1917 წე­ლის 15 მარ­ტი­დან, ანუ ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, 1987 წლის 2 აგ­ვის­ტომ­დე, ილია II-ის არ­ცერთ წი­ნა­მორ­ბედ პატ­რი­არ­ქს წმინ­და­ნად არა­ვინ შე­უ­რა­ცხავს.

XX სა­უ­კუ­ნე­ში ეს ნა­ბი­ჯი წმინ­და სი­ნოდ­მა მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით პირ­ვე­ლად გა­დად­გა, რო­დე­საც ერი­სა და ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე წმინ­და­ნად შე­ი­რა­ცხა.

ახლა რა არის ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბა: პატ­რი­არ­ქის აზ­რით, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე გახ­ლდათ ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის საქ­მეც, რა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, იყო სი­მარ­თლის მსა­ხუ­რე­ბა. ამი­ტომ პატ­რი­არ­ქმა რო­დე­საც ის წმინ­და­ნად შე­რა­ცხა, "წმინ­და ილია მარ­თა­ლი“ უწო­და. მისი ის ქა­და­გე­ბა კი ასე შე­ვი­და ის­ტო­რი­ა­ში. მან და­ა­სა­ბუ­თა რა­ტომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ილია წმინ­და­ნი.

chavchavadze-35525-1777829588.jpg

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ხატი და ფოტო

- მკი­თხველს რომ ავუხ­სნათ, რო­გორ და­სა­ბუთ­და?

- პატ­რი­არ­ქის ის ქა­და­გე­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე რომ წა­ვი­კი­თხოთ და გა­ვი­აზ­როთ - გა­მორ­ჩე­უ­ლია. ის ბრძა­ნებს, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ იტ­ვირ­თა ის უდი­დე­სი მი­სია, რა­მაც ერი სიბ­ნე­ლის­გან გა­მო­აღ­ვი­ძა. მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რო­დე­საც ყვე­ლა­ფერ ქარ­თულს ებ­რძო­და, მას ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი აი­ძუ­ლებ­და, ყვე­ლა­ფე­რი ემ­ხი­ლა. პატ­რი­არ­ქმა და­ა­სა­ბუ­თა ილი­ას როლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ახ­სნა მისი უდი­დე­სი მი­სია. რომ ილი­ამ ერი სუ­ლი­ე­რი და ეროვ­ნუ­ლი გა­დაგ­ვა­რე­ბის საფრ­თხის­გან იხ­სნა, გა­მო­აღ­ვი­ძა, ის იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, ყო­ფი­ლი­ყო ის­ტო­რი­კო­სიც, ფი­ლო­ლო­გიც, ეკო­ნო­მის­ტიც და ენის დამ­ცვე­ლიც.

ის სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ეროვ­ნულ საქ­მეს და იქვე გა­მო­ი­ყო მისი ღვაწ­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით - მან სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ბრძო­ლას ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­სად­გე­ნად. მისი ცხოვ­რე­ბა ელია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ცე­ცხლო­ვან ეტლს შე­ა­და­რა - "ილი­ას ცხოვ­რე­ბის ეტ­ლმა, ელია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ეტ­ლის მსგავ­სად, ცე­ცხლის კვე­სე­ბით გა­და­უ­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ცას და წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა“. ის ისეთ დროს მო­ვი­და და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლას სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა, რო­დე­საც ავ­ტო­კე­ფა­ლი­აც და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბაც საფრ­თხე­ში იყო. მან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რწმე­ნა და­აბ­რუ­ნა, რაც და­კარ­გუ­ლი გვქონ­და. წმინ­და­ნად შე­რა­ცხვა თა­ვი­სი ღვაწ­ლი­თა და მო­წა­მე­ობ­რი­ვი აღ­სას­რუ­ლით და­იმ­სა­ხუ­რა და სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა. წი­წა­მუ­რი კი ჩვე­ნი ერის "გოლ­გო­თად“ იქცა. წი­წა­მუ­რი ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის სამ­სხვერ­პლოა, ვინც ჭეშ­მა­რი­ტე­ბას და სი­მარ­თლეს იცავს. სწო­რედ ამ ღვაწ­ლი­სა და მო­წა­მებ­რი­ვი აღ­სას­რუ­ლის გამო გახ­და ის - ილია "მარ­თა­ლი“. ვრცლად