"მეორე გოლის დროს გამომადგა" - რა ხრიკი ასწავლა "კვარამ" ბუდუს? - კვირის პალიტრა

"მეორე გოლის დროს გამომადგა" - რა ხრიკი ასწავლა "კვარამ" ბუდუს?

მას შემ­დეგ, რაც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ "ბა­ი­ერნს" ორი გოლი გა­უ­ტა­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კი­დევ ერ­თმა ფეხ­ბურ­თელ­მა, ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე­მაც შეძ­ლო იგი­ვე. ბუ­დუმ ბუნ­დეს­ლი­გის ფარ­გლებ­ში აიღო ბა­ი­ერ­ნის კარი ორ­ჯერ.

მატ­ჩის ბო­ლოს, ჟურ­ნა­ლისტს ზივ­ზი­ვა­ძემ უთხრა, რომ მა­ნამ­დე ხვი­ჩას ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე ხრი­კი ას­წავ­ლა ბა­ი­ერ­ნის­თვის გო­ლის გა­სა­ტა­ნად."დიახ, ვე­სა­უბ­რე ხვი­ჩას და რამ­დე­ნი­მე ხრი­კი მას­წავ­ლა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს მეც ორი გოლი გა­ვი­ტა­ნე. მშვე­ნი­ე­რი დღე გა­მო­ვი­და. ბავ­შვო­ბა­ში ასეთ დიდ გუნ­დებ­თან თა­მაშ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ბა­ი­ერ­ნის კარ­ში ორი გო­ლის გა­ტა­ნა და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი სტა­დი­ონ­ზეა და სა­ღა­მოს მათ­თან ერ­თად აღ­ვნიშ­ნავ.

ხრი­კი, რო­მე­ლიც ხვი­ჩამ მას­წავ­ლა, მე­ო­რე გო­ლის დროს გა­მო­მად­გა - შეს­ვლა სა­ჯა­რი­მო­ში და შო­რე­ულ კუ­თხე­ში დარ­ტყმა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბურ­თი კარ­ში შე­ვარ­და და იმ მო­მენ­ტში ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი", - აღ­ნიშ­ნა ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ. ვრცლად