"არველაძე გაბრაზდა, რომ არ "შევიზილე" მოდელირება და ხელი შეუწყო ჩემს დისკრედიტაციას" - ნათია კობერიძემ “მოდელირებული ქრონიკის“ შესახებ დუმილი კვლავ დაარღვია
ქართული მედიის ისტორიაში არის დღეები, რომლებიც საზოგადოების მეხსიერებაში წარუშლელ კვალს ტოვებს - 2010 წლის 13 მარტი სწორედ ასეთი იყო. შაბათ საღამოს, როდესაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩვეული „ქრონიკის“ ნაცვლად „მოდელირებული გამოშვება“ გავიდა, ქვეყანა პანიკაში ჩავარდა. ჯერ კიდევ მაშინ, აგვისტოს ომიდან, სულ რაღაც ორი წელი იყო გასული, როცა ომის განახლების შესახებ გავრცელებულმა იმიტირებულმა ამბავმა სასწრაფო დახმარების გამოძახების რეკორდული მაჩვენებელი, საცობები და მობილური კავშირის გათიშვა გამოიწვია.
მართალია, ჯერ ამ წლების მანძილზე გადაცემის წამყვან ნათია ჭკუასელს არაერთხელ მოუწია ამ თემაზე განმარტების გაკეთება, მაგრამ წლების შემდეგ, დუმილი კიდევ ერთხელ დაარღვია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ჟურნალისტი იმ კულუარულ დეტალებზე ალაპარაკდა, რომლებიც აქამდე ფართო აუდიტორიისთვის დახურული იყო. იგი ღიად საუბრობს საკუთარ როლზე და მომხდარზე პასუხისმგებლობას სრულად მაშინდელ მენეჯმენტს აკისრებს
- ეს არის განმარტება გონიერი ადამიანებისთვის და არა მტრებისთვის. მოდელირებულ ქრონიკასთან ჩემს კავშირზე დიდი ხანია არაფერი დამიწერია. მაგრამ რაკი, ხელახლა ამოქოქეს, გავიმეორებ: 2010 წ. თებერვალში გასული ეს იმიტირებული, საინფორმაციო გამოშვება მომზადდა ჩემი სრულიად არავითარი მონაწილეობით. აი, სრული 0 იყო ჩემი წვლილი!.
მე მიმყავდა თოქ-შოუ, რომელმაც ამ გადაცემაში წამოჭრილი საფრთხეები განიხილა. თუმცა, დავაანონსე მოდელირებული ქრონიკის გასვლა და დიახ, გამოვაცხადე, რომ მაყურებელი ნახავდა მოდელირებულ გადაცემას! ზუსტად ასე გამოვაცხადე. ეს ჩანს სრულ ჩანაწერში.
არც მოდელირებაშია რაიმე ახალი - ცოტა ვულგარული, მაგრამ მედია ჟანრია. თუმცა, მოდელირებული გადაცემა წავიდა გამაფრთხილებელი ტიტრის გარეშე, რაც იყო დიდი შეცდომა და რომელი გადაწყვეტილებაც ასევე არ იყო ჩემი გავლენის ქვეშ! მეტიც, აბსოლუტური სიურპრიზი აღმოჩნდა, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი!