22 წლის ნიკა ტაბატაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
22 წლის ნიკა ტაბატაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა ჰოჯკინის ლიმფომა, რომელსაც ერთი წელია ებრძვის. ახალგაზრდას ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი კურსი უკვე ჩაუტარდა, ახლა ისევ მედიკამენტოზურ მკურნალობას სოლიდური თანხები სჭირდება. დღეს მის ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს. როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ ამჯერადაც გავერთიანდებით ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭის, ნიკა ტაბატაძის სიცოცხლის გადასარჩენად და მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხები ხალხის გვერდში დგომით მოგროვდება.

ანა ჯაფარიძე, ნიკა ტაბატაძის დედა:
- ნიკა 22 წლის არის, შარშან, 21 წლის ასაკში აღმოაჩნდა ჰოჯკინის ლიმფომა შუა საყარზე. დავიწყეთ ჩვეულებრივად ქიმიები, 12 ქიმია გაიკეთა, 19 დეკემბერს მოვრჩით ქიმიოთერაპიის კურსს. დამარცხებული იყო დაავადება, აღარ იყო აქტიური. მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში გვიწევდა ისევ გადამოწმება, კატე რომ გავუკეთეთ, აღმოჩნდა, რომ ისევ ზრდაში წავიდა, ახალი კვანძები დაემატა მარჯვენა და მარცხენა ფილტვის ზედა ნაწილში, კისრის არეში და ახლა ისევ თავიდან გვიწევს ქიმიოთერაპიის გავლა. უბრალოდ, იგივე პრეპარატით ვეღარ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ეს პრეპარატები აზიანებს ძვლის ტვინს. საბოლოოდ, გადანერგვა რომ დასჭირდეს, როგორმე უნდა შეინარჩუნოს. ნიკა ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომ ისეთი პრეპარატები დაგვინიშნეს, რაც ჯანდაცვამ ძალიან მცირე თანხით დაგვიფინანსა. ერთი პრეპარატი საერთოდ არ დააფინანსა, რომელსაც საკმაოდ დიდ თანხები სჭირდება. ერთი ამპულა 5500 ლარი ჯდება, ნიკუშას კი ასეთი 12 ამპულა სჭირდება, ასევე სჭირდება მეორე პრეპარატი, რომელიც 26250 ლარი ჯდება, აქედან 15000 ჯანდაცვამ დააფინანსა, დარჩენილი 11 250 დააფინანსა მერიამ, მაგრამ ის 12 ამპულა, მეორე მედიკამენტი ჩვენ უნდა შევიძინოთ. ამ ეტაპზე 70 000 ლარზეა საუბარი, რაც აუცილებლად გვჭირდება, რომ დავიწყოთ მკურნალობა. ორი თვის მერე, რომ დაამთავრებს ამ კურსს, უკვე თურქეთში უნდა გადავამოწმოთ. ალექსანდრე თავართქილაძის პაციენტია ნიკუშა, ჯვარი წერია და ამ წამლების მერე თუ კარგი შედეგი იქნება, მაშინ არ დასჭირდება არაფერი. მაგრამ რაღაც რომ იყოს და რეციდივი იყოს, შემდგომში უკვე ქიმიებს ვეღარ გავაკეთებთ და მერე უკვე ძვლის ტვინის გადანერგვაზე იქნება საუბარი. ახლა საზოგადოების დახმარება და გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება, იმედი მაქვს საზოგადოების, რომ მათი დახმარებით მოვაგროვებთ ამ თანხებს.
- როგორ აღმოაჩინეთ ეს დაავადება, რა სიმპტომები ჰქონდა თქვენს შვილს?
- ქავილით დაეწყო, ჰქონდა მცირე გამონაყარი და დავიწყეთ ჯერ კანის ექიმით. თავიდან ალერგია გვეგონა და სადღაც ექვსი თვე ალერგიის მედიკამენტებით იმკურნალა. 2024 წლის დეკემბრიდან დაიწყო. მერე გართულდა, ექვსი თვე ვიძიებდით ბავშვს რა სჭირდა. ძალიან დამძიმდა, დაეწყო ხველა, ისეთი საშინელი, გულისრევამდე მიდიოდა, სისხლს აღებინებდა. მესამეჯერ რომ გადავუღეთ რეინდგენი, მაშინ გამოჩნდა, რომ სასწრაფოდ კატეზე იყო გადასაყვანი, ეს იყო წინა წლის აპრილში, ზუსტად ერთი წლის წინ. მაშინ გაუკეთდა ბიოფსია, დაითესა და აღმოჩნდა ეს დაავადება, - ჰოჯკინის ლიმფომა, მეორე სტადია. ამის შემდეგ ქიმიოთერაპიები დაიწყო, რაც დასრულებულია. ახლა რაც დაუნიშნეს იგივე ქიმიაა, უფრო ძლიერი პრეპარატია, ვიდრე წინა. გვჭირდება ხალხის დახმარება. იმედი მაქვს გულთან მიიტანენ ჩვენს გასაჭირს და ხალხის გვერდში დგომით ჩემი შვილი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება. წინასწარ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დაგვიდგება. ძალიან ძნელია, როცა მშობელს იმაზე გიწევს ფიქრი, სად იშოვო სამკურნალო თანხა. ნიკა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობს, უბრალოდ, ახლა შეჩერებული აქვს ასტატუსი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წელიწადზე მეტია არ მისულა უნივერსიტეტში. 12 ქიმიის შემდეგ ვფიქრობდით, რომ ყველაფერი უკან დარჩა, მაგრამ ისევ დაეწყო ქავილით, წამოვიდა ისევ ხველა, გულისრევა, გადავამოწმეთ და მაშინ აღმოჩნდა ახალი კვანძები. ახლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფოდ გვჭირდება 70 000 ათასი ლარი, სხვა ხარჯებს ოჯახი ასე თუ ისე ვუმკლავდებით. დიდი იმედი მაქვს თქვენი თანადგომის, ერთი ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
მიმღები ნიკოლოზ ტაბატაძე
საქართველოს ბანკი GE12BG0000000538051543
თიბისი ბანკი GE12TB75174360101000512