"არსებული ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებები ნაყიდი აქვს "სეტანტას", მაღალი ალბათობით, ხელისუფლების დაწოლით მას აიძულებენ თამაშები გაუყოს „იმედს“ - ნიკა გვარამია - კვირის პალიტრა

"არსებული ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებები ნაყიდი აქვს "სეტანტას", მაღალი ალბათობით, ხელისუფლების დაწოლით მას აიძულებენ თამაშები გაუყოს „იმედს“ - ნიკა გვარამია

"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებები ნაყიდი აქვს ტელეკომპანია "სეტანტას". მაღალი ალბათობით, ხელისუფლების დაწოლით მას აიძულებენ თამაშები გაუყოს სანქცირებულ ტვ „იმედს“, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.

"ეჭვებს ის აძლიერებს, რომ ტრადიციულად, მსოფლიო ჩემპიონატს „პირველი არხი“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი) გადასცემდა, თუმცა 2026 წლის ტურნირზე მაუწყებელმა განაცხადა, რომ FIFA-ს მიერ გაზრდილი გადასახადის გამო ტრანსლირებას ვეღარ შეძლებს.

სინამდვილეში, ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოარიდა სანქცირებულ ტვ "იმედთან" თანამშრომლობას და ტელეკომპანია "სეტანტას" მეშვეობით აპირებს აკრძალული ტრანზაქციის განხორციელებას და საერთაშორისო სასანქციო რეჟიმის დარღვევას სწორედ ტელეკომპანია "სეტანტას" აიძულებს.

მინდა შევახსენო ტელეკომპანია სეტანტას, რომ ყველა აქტორისთვის, მით უფრო, FIFA-ს უფლებების მქონე კომპანიებისთვის, სანქცირებულ სუბიექტებთან თანამშრომლობა იკრძალება საერთაშორისო რეგულაციებით და მძიმე პასუხისმგებლობას გამოიწვევს როგორც იურიდიული პირისთვის, ასევე მისი ხელმძღვანელობისა და დამფუძნებლებისთვის.იმედს ვიტოვებ, ტელეკომპანია სეტანტა საზოგადოების ინფორმირების მიზნით განცხადებას გააკეთებს და განმარტავს აღნიშნულ საკითხს", - წერს გვარამია.