"ის ანეგდოტი გამახსენდა, კაცს ჩამოხრჩობის წინ ბოლო სიტყვას რომ მისცემენ და ხმამაღლა იყვირებს “მიშველეთო!!!" - რას წერს გია ხუხაშვილი
"ჩასარეცხად გამზადებული კობახიძე თავისი მოკლე ჭკუით, ალიბს იქმნის მოხსნის წინ დასავლეთთან - ბიძინას ბრალია ყველაფერი, თორემ მე უკრაინაც ძალიან მიყვარს და ევროპაცო", - ამის შესახებ გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"აი, ახლა ნახავთ “ამის გამო” თუ არ გამაგდებსო. ის ანეგდოტი გამახსენდა, კაცს ჩამოხრჩობის წინ ბოლო სიტყვას რომ მისცემენ და ხმამაღლა იყვირებს “მიშველეთო!!!" - წერს ხუხაშვილი.