რას წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე? - კვირის პალიტრა

რას წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს - მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი. ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა საქართველოს ყოველთვის პატივს სცემდა და საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ხალხის პატივისცემას ახლაც განაგრძობს.

"ჩვენ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აცხადებს ზელენსკი.

"ინტერპრესნიუსი"