"გაურკვეველ ვითარებაში, დაიკარგა დიპლომი... დიდი ალბათობით, ეს არის მოპარული" - მეუფე იობის დიპლომი საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა? - კვირის პალიტრა

"გაურკვეველ ვითარებაში, დაიკარგა დიპლომი... დიდი ალბათობით, ეს არის მოპარული" - მეუფე იობის დიპლომი საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა?

პატ­რი­არ­ქო­ბის კან­დი­და­ტის, მე­უ­ფე იო­ბის დიპ­ლო­მი ორი თვის და­ი­კარ­გა, - ამის შე­სა­ხებ " ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში წმინ­და სი­ნო­დის წევ­რმა, მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პოს­მა, გი­ორ­გი ჯამ­დე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

ის ეჭ­ვობს, რომ მე­უ­ფე იობს დიპ­ლო­მი მოჰ­პა­რეს.

"ორი თვის წინ მიტ­რო­პო­ლიტ­მა იობ­მა თა­ვის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, სა­დაც იყო ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­ქა­ღალ­დე­ე­ბი, მათ შო­რის იდო დიპ­ლო­მი, ეს არის დიპ­ლო­მი მცხე­თის სე­მი­ნა­რი­ი­სა, რო­მე­ლიც მან და­ამ­თავ­რა 1988 წელს და რო­დე­საც იქნა მო­თხოვ­ნი­ლი, რომ ეს სა­ბუ­თე­ბი წარ­მო­ედ­გი­ნა მას სი­ნო­დის სხდო­მა­ზე, ახლა კან­დი­და­ტე­ბის გა­მორ­ჩე­ვის დღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ე­პის­კო­პო რე­ზი­დენ­ცი­ი­დან და­ი­კარ­გა დიპ­ლო­მი.

ხელს ვე­რა­ვის­კენ ვერ გა­ვიშ­ვერთ, მაგ­რამ სა­დაც იდო, ნუ რე­ზი­დენ­ცი­აშ ეს დიპ­ლო­მი აღარ არის. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ეს არის მო­პა­რუ­ლი.

ორი თვის წინ მე­უ­ფემ ნახა ეს დიპ­ლი­მი რომ იდო თა­ვის ად­გი­ლას და რო­დე­საც მო­დი­ო­და, რომ წა­რედ­გი­ნა დიპ­ლო­მი, სა­ბუ­თე­ბი მი­ე­ტა­ნა სა­პა­ტი­რა­ქო­ში დიპ­ლო­მი არ აღ­მონ­და ად­გილ­ზე," - თქვა მე­უ­ფე გი­ორ­გი ჯან­მდე­ლი­ან­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე, მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის იმ­ჟა­მინ­დელ რექ­ტორს, მიტ­რო­პო­ლიტ ზო­სი­მეს მი­მარ­თეს, რო­მელ­მაც მე­უ­ფე იო­ბის დიპ­ლო­მის არ­სე­ბო­ბა და­ა­დას­ტუ­რა. წყა­რო