მოდის სამყაროს მნიშვნელოვანი მოვლენა Met Gala, ყველაზე შთამბეჭდავი გამოსვლებით
მოდის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე, 2026 წლის Met Gala ნიუ-იორკში, The Metropolitan Museum of Art-ში გაიმართა და როგორც ყოველთვის, პომპეზურმა კოსტიუმებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
წლევანდელი თემა იყო “კოსტიუმების ხელოვნება“. ვარსკვლავებმა და დიზაინერებმა საკუთარი ინტერპრეტაციები წარმოადგინეს.
ყოველწლიური ღონისძიება მეტროპოლიტენის თანხების მოზიდვას ემსახურება და მოდის სახლებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ თავიანთი დიზაინები მთელი თავისი დიდებულებით.წლევანდელი სტუმრების სია ვარსკვლავებით იყო სავსე: ღონისძიებაზე ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა ბიონსე. წითელ ხალიჩაზე ასევე გაიარეს ნიკოლ კიდმანმა, ჩოგბურთელმა ვენუს უილიამსმა, Vogue-ის გლობალურმა რედაქტორმა ანა ვინტურმა და სხვებმა.
წარმოგიდგენთ ყველაზე განხილვად კოსტიუმებს:

რიანა ხალიჩაზე Maison Margiela by Glenn Martens-ის კოსტიუმით გამოჩნდა, ხოლო ეისაპ როკის - Chanel by Matthieu Blazy ეცვა.

ჰეილი ბიბერმა ივ სენ ლორანის 1969 წლის ოტ-კუტიურ კოლექციის კოსტიუმი მოირგო.
ბიონსე მეთ გალაზე ათწლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა. მას ფრანგი დიზაინერის, ოლივიე რუსტენის მიერ შექმნილი კაბა ეცვა, რომელიც კაბაზე ამოქარგულ ჩონჩხს და უზარმაზარ ბუმბულის მოსასხამს წარმოადგენდა.
BBC-ის გადამღები ჯგუფი ბიონსეს წითელ ხალიჩაზე შეხვდა. როდესაც ჰკითხეს, როგორი იყო დაბრუნება, ვარსკვლავმა უპასუხა: “მშვენიერია აქ ჩემს ქალიშვილთან და ჩემს ქმართან ერთად ყოფნა“.
ვარსკვლავმა წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, რეპერ ჯეი-ზისთან და მათ ქალიშვილ ბლუ აივისთან ერთად გაიარა.