“სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაშინ როცა უკრაინაზე თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება“ - რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი
სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაშინ როცა ასეთი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ თავდასხმას.
მისი ინფორმაციით, წუხელ რუსებმა პოლტავას ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ზელენსკი წერს, რომ რუსებმა ასევე დაარტყეს ხარკოვის ოლქს, სადაც ოთხი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. თავდასხმა განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დნიპროში, სადაც სამი ადამიანი დაშავდა. პავლოგრადში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასევე დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიესა და კიევის ოლქებში, სადაც სამი ადამიანი დაშავდა.