“ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და 2031 წელს თბილისს ექნება სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტი - გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი“ - ირაკლი კობახიძე - კვირის პალიტრა

“ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და 2031 წელს თბილისს ექნება სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტი - გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი“ - ირაკლი კობახიძე

ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რკინიგზას ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში.

ზოგადად, ხაზი უნდა გავუსვათ დაკავშირებადობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა კუთხით. მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებისთვის და 2030 წლისთვის უკვე პრაქტიკულად ყველა უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება აშენებული. აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. მნიშვნელოვნად ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და ასევე 2031 წელს თბილისს ექნება სრულიად ახალი, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც შეძლებს, უმასპინძლოს წელიწადში დაახლოებით 18 მლნ მგზავრს, რაც მნიშვნელოვანია როგორც დაკავშირებადობის განვითარების, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების თვალსაზრისით.

განაგრძეთ კითხვა