“პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო - 25 ლიდერზე მეტთან მქონდა საუბარი, ბერსემ და ზელენსკიმ შეხვედრა თავად მოითხოვეს“ - ირაკლი კობახიძე
ეს არის პოლიტიკის დაუწერელი კანონი: მტერსაც და მოყვარესაც უნდა ესაუბრო - გუშინ, წარმოდგენილი 50-მდე ლიდერი და ნახევარზე მეტთან მქონდა გასაუბრება სხვადასხვა თემაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „პოლიტიკაში არ შეიძლება ადამიანს გადაემტერო მაშინაც კი, როდესაც მტრულად გექცევა“.
„შენ უნდა იყო ორიენტირებული შენი ქვეყნის ინტერების დაცვაზე, მაქსიმალურად პრაგმატული, დიპლომატიური უნდა იყო. ამის გამოხატულებაა ჩვენი განწყობა და დამოკიდებულება, მათ შორის, რაც ფიქსირდება შესაბამის შეხვედრებზე. ყველას უნდა ესაუბრო, ეს არის პოლიტიკის დაუწერელი კანონი, მტერსაც და მოყვარესაც უნდა ესაუბრო. გუშინ, იქ იყო წარმოდგენილი 50-მდე ლიდერი და ნახევარზე მეტთან მქონდა გასაუბრება სხვადასხვა თემაზე. შეგიძლიათ გადათვალოთ მათემატიკურად, თუ 50 ლიდერი იყო, მინიმუმ 25 ლიდერზე მეტთან საუბარი მქონდა“,- აღნიშნავს პრემიერი.
ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ წინასწარ შეთანხმებული შეხვედრები იყო მხოლოდ ორ ლიდერთან და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრა თავად მოითხოვეს.