“საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის კრიტერიუმებს“ -რასა იუკნევიაჩიანე -
საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის არცერთ კრიტერიუმს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღეს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მომხსენებელს ამ დოკუმენტის მომზადებაში მათი წარმოუდგენელი ერთიანობისთვის. როგორც ჩანს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის არცერთ კრიტერიუმს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, სჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის.