“უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭება კრემლის ინტერესებშია - ზელენსკისთვის, თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერისთვის მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის ქვეყანა არ იყოს იზოლირებული, ამიტომ მან გახსნა საუბრის კარი“ - დავით სიხარულიძე - კვირის პალიტრა

“უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭება კრემლის ინტერესებშია - ზელენსკისთვის, თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერისთვის მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის ქვეყანა არ იყოს იზოლირებული, ამიტომ მან გახსნა საუბრის კარი“ - დავით სიხარულიძე

ზელენსკი არის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი თავისუფალი სამყაროსი. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მით უმეტეს შავი ზღვის ქვეყანა არ იყოს იზოლირებული. ამიტომ მან, ხაზგასმით, კიდევ ერთხელ გახსნა საუბრის კარი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, დავით სიხარულიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას.

როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, საქართველოს მიერ უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭება, მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებში შეიძლება იყოს.

„რა თქმა უნდა, ვარაუდია, მაგრამ ჩანს ეს ყველაფერი, რომ ეს [ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა] არის ზელენსკის ინიციატივა. ის არის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი თავისუფალი სამყაროსი. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მით უმეტეს შავი ზღვის ქვეყანა არ იყოს იზოლირებული. ამიტომ მან, ხაზგასმით, კიდევ ერთხელ გახსნა საუბრის კარი. მართალი გითხრათ, ვერ დავინახე კობახიძის მხრიდან რაიმე ენთუზიაზმი ან სულისკვეთება ამ მიმართულებით, მაგრამ გასაკვირი არც არის, რადგან ის დიდად გადაწყვეტილების მიმღებად არ გამოიყურება. ალბათ, ამბის წამღებ-წამომღებად გამოიყურება. ვფიქრობ, რომ აქ მნიშვნელოვანია თვითონ კონტექსტი, რა კონტექსტში ხდება. ფუნდამენტური ცვლილება ხდება მთელს კონტინენტზე. უკრაინის წინააღმდეგობამ, რომელიც მეხუთე წელია მიმდინარეობს და თავის სამშობლოს, ქვეყანას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას იცავენ, დიდი შესაძლებლობები გააჩნია. პრაქტიკულად, სამხრეთ კავკასიაში, ფუნდამენტური, ტექტონიკური ცვლილებები მოხდა. დასრულდა ომი, რომელიც 30 წლის განმავლობაში რუსეთის მანიპულაციის იარაღი იყო. რუსეთი მუდმივად იყენებდა ყარაბაღის ომს იმისთვის, რომ არც აზერბაიჯანისა და არც სომხეთისთვის არ მიეცა განვითარების საშუალება. ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობას მინდა აქვე ხაზი გავუსვა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერია ალიევი. მშვიდობა დამყარდა მათ შორის, რაც უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. ეს მშვიდობა გარდა იმისა, რომ განვითარების შესაძლებლობებია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დასრულდა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,“ - განაცხადა სიხარულიძემ.

განაგრძეთ კითხვა