“ზელენსკი კობახიძეს სწორედ იმიტომ შეხვდა, რომ ამით კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთს საკუთარი ძლიერი პოზიციები“ - სალომე სამადაშვილი - კვირის პალიტრა

“ზელენსკი კობახიძეს სწორედ იმიტომ შეხვდა, რომ ამით კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთს საკუთარი ძლიერი პოზიციები“ - სალომე სამადაშვილი

დღეს კობახიძესთან შეხვედრა არავის სურს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა არცერთმა ევროპელმა ლიდერებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

„მიუხედავად კობახიძის მცდელობისა, რომ ევროპული წარმომადგენლობის, მათ შორის ბრიუსელის ე.წ ბიუროკრატიის შეხვედრა გამართულიყო ძალიან მაღალ დონეზე, რომელსაც ყოველდღე ლანძღავს კობახიძე, ბოჭორიშვილი და სხვები, მათ ამ შეხვედრაზე უარი მიიღეს. ეს საკითხი განიხილეს ბრიუსელში და კობახიძესთან შეხვედრა დღევანდელ ვითარებაში არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად. ცხადია, ასევე არ მიიჩნია მიზანშეწონილად არცერთმა სხვა მნიშვნელოვანმა ევროპელმა ლიდერმა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვნახეთ, რომ კობახიძეს არ ჰქონდა არცერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა არცერთ ევროპელ ლიდერთან. მსგავსი ფორმატები პირველ რიგში, სწორედ ამისთვის გამოიყენება. დღეს კობახიძესთან შეხვედრა არავის სურს. ზელენსკი სწორედ იმიტომ შეხვდა, რომ ამით მან კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთს საკუთარი ძლიერი პოზიციები და შეხვდა იმ ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც არის რუსეთის მოკავშირე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს...

განაგრძეთ კითხვა