ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო, რომელსაც მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო, რომელსაც მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში მი­ი­ღო. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტეტ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშს მხა­რი 53-მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­უ­ჭი­რა, ხოლო მის წი­ნა­აღ­მდეგ ხმა 14-მა მის­ცა.

ან­გა­რი­შის პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს არის მე­ო­რე ან­გა­რი­ში სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის 2025 წლის ან­გა­რი­შის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.“ან­გა­რი­ში ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მთა­ვარ შეშ­ფო­თე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­მარ­ტე­ბით გან­ცხა­დე­ბა­ში.

ან­გა­რი­შის პრო­ექ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი გა­მო­ხა­ტავს სრულ სო­ლი­და­რო­ბას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ, “რო­მე­ლიც აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას ევ­რო­პუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლის, მზარ­დი რეპ­რე­სი­ე­ბის, და­უნ­დო­ბე­ლი მტრუ­ლი რი­ტო­რი­კის, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და მუ­ქა­რის ფონ­ზე“.

“ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ არა მხო­ლოდ შე­ა­ჩე­რა, არა­მედ ფაქ­ტობ­რი­ვად შეც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის კურ­სი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტის პრო­ექ­ტში.

პრო­ექ­ტში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მისი წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის, პრო­კუ­რო­რე­ბის და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი მიზ­ნობ­რი­ვი პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

განაგრძეთ კითხვა