თეთრი სახლის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - კვირის პალიტრა

თეთრი სახლის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

შშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­მა თეთრ სახ­ლთან ახ­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პირს ეს­რო­ლა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, აგენ­ტებ­მა თეთრ სახ­ლთან ახ­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სა­ეჭ­ვო პირი შე­ნიშ­ნეს, რო­მელ­მაც დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლი გახ­სნა.შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა სრო­ლის შემ­დეგ მი­მალ­ვა სცა­და, თუმ­ცა სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის აგენ­ტებ­მა მას ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, მე­თიუ ქუ­ინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი დაჭ­რი­ლია და იგი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ასე­ვე, ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი დაჭ­რა, თუმ­ცა მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, რომ სრო­ლის დროს ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი თეთ­რი სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

წყარო