“ზელენსკის საქართველოს პრემიერ-მინისტრი სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი და ახლა მასთან მისვლა და გასაუბრება მოუწია “ - შალვა პაპუაშვილი
როდესაც ზელენსკიმ მოითხოვა, საქართველოს მებრძოლები გაეშვა უკრაინაში, ამას ქართულად ჰქვია „ომში ჩათრევა“, არ ვიცი უკრაინულად რას ეძახიან - ზელენსკის ინიციატივა, გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერ, აჩვენებს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე უსამართლოა, განწირულია მარცხისთვის
ვფიქრობ, ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჩვენებს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი და ახლა მასთან მისვლა და გასაუბრება მოუწია.
„ვფიქრობ, ეს თავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ და იმედს მიჩენს, რომ ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ გამოაქვს და ფსონის დადება იმ ძალებზე, რომლებიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები, კარგ შედეგს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, არამედ ყველა იმ ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მიმართ სხვადასხვა სახის უსამართლო პოლიტიკით არის დაკავებული, რომ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამ ურთიერთობებში ვართ მართლები. ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, იმედია, რომ გააცნობიერებს საკუთარი ნაბიჯის სიმცდარეს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ გადავიაზროთ ყველა ეს ურთიერთობა.