“გახმაურებას არ ვაპირებდით, არ გვინდოდა მღელვარება შემოგვეტანა, თუმცა, ერთგვარი დისკრედიტაცია მიმდინარეობდა“ - მეუფე გიორგი ჯამდელიანი მეუფე იობის დიპლომის დაკარგვაზე - კვირის პალიტრა

“გახმაურებას არ ვაპირებდით, არ გვინდოდა მღელვარება შემოგვეტანა, თუმცა, ერთგვარი დისკრედიტაცია მიმდინარეობდა“ - მეუფე გიორგი ჯამდელიანი მეუფე იობის დიპლომის დაკარგვაზე

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადებით, არ აპირებდნენ მეუფე იობის დიპლომის დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხის გახმაურებას, რადგან არ სურდათ, რომ „ზედმეტი მღელვარება შეეტანათ საზოგადოებასა და საეკლესიო წრეებში“.

როგორც გიორგი ჯამდელიანი აღნიშნავს, მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობდა, თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს.

„ამ საკითხის გახმაურებას ჩვენ არ ვაპირებდით. გვინდოდა, ზედმეტი მღელვარება არ შეგვეტანა საზოგადოებასა და საეკლესიო წრეებში. თუმცა, მიდიოდა მიზანმიმართული, შიდა საეკლესიო სივრცეში, მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაცია, თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს“,- აღნიშნავს გიორი ჯამდელიანი „ფორმულასთან“.

ფიქრობს თუ არა, რომ მეუფე იობის დიპლომის დაკარგვა უკავშირდება საპატრიარქო კანდიდატობას, ჯამდელიანი განმარტავს: „მე ასე ვფიქრობ. მაგრამ, უკვე ვეღარ დაუკავშირდება. მეუფე ზოსიმემ, რომელიც გახლდათ მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი, თავისი ბეჭდით დაამოწმა რომ მაშინ, იობ აქიაშვილზე მის მიერ დიპლომი გაიცა“.

განაგრძეთ კითხვა