“ეს არის ის, რა­საც მა­მა­ჩე­მი არას­დროს მო­ე­ლო­და. რა­საც არ ელო­დე­ბი, სამ­ყა­რო აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გიგ­ზავ­ნის, რომ გა­მოგ­ცა­დოს… “ - ოლგა ბაბლუანის “სახალხო ინტერვიუ“ - კვირის პალიტრა

“ეს არის ის, რა­საც მა­მა­ჩე­მი არას­დროს მო­ე­ლო­და. რა­საც არ ელო­დე­ბი, სამ­ყა­რო აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გიგ­ზავ­ნის, რომ გა­მოგ­ცა­დოს… “ - ოლგა ბაბლუანის “სახალხო ინტერვიუ“

"მო­გე­სალ­მე­ბით მე ვარ ოლგა ბაბ­ლუ­ა­ნი, შე­მეც­ნე­ბი­თი მე­დია პრო­ექ­ტე­ბის ავ­ტო­რი, პრო­დი­უ­სე­რი და წამ­ყვა­ნი“ - ასე და­ი­წყო Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი გა­და­ცე­მა. ოლგა ბაბ­ლუ­ან­მა ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს. "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვას კი სტა­ტი­ის ბო­ლოს შეძ­ლებთ.

ლიკა:

- მო­გე­სალ­მე­ბით. ძა­ლი­ან მოგ­ვე­ნატ­რა თქვე­ნი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გა­და­ცე­მე­ბი. ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ზო­გა­დად ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მხვდე­ბა მწერს და მე­კი­თხე­ბა, გა­და­ცე­მა რა­ტომ აღარ გა­ვაგ­რძე­ლეთ. პრო­ექ­ტი ჩემი სა­ავ­ტო­რო იყო და შვი­დი წლის თავ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, გა­მე­ჩე­რე­ბი­ნა. მე ვი­ყა­ვი მისი ავ­ტო­რიც და პრო­დი­უ­სე­რიც. ჩვენს გუნდს ცალ­კე შე­ნო­ბა ჰქონ­და, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დით და სა­დაც ეს გა­და­ცე­მა იწე­რე­ბო­და... დიდი და შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე იყო... ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და იმის­თვის, რომ სხვა­დას­ხვა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია - შე­მეც­ნე­ბი­თი, გა­სარ­თო­ბი თუ სა­ხა­ლი­სო ფორ­მით გვქო­ნო­და და მა­ყუ­რებ­ლის­თვის მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა. ამი­ტომ მა­ყუ­რებ­ლის მეს­მის და მი­ხა­რია, რომ მას ეს აინ­ტე­რე­სებს. მაგ­რამ, მგო­ნია, რომ გა­და­ცე­მამ თა­ვი­სი თავი ამო­წუ­რა. შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვა­პი­რებ.

ნინი:

- ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა. მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს ბავ­შვო­ბა­ზე და რა მო­გაქვთ იქი­დან აქეთ?

- პირ­ველ რიგ­ში მო­მაქვს ჩემი სა­ხე­ლი - ოლგა, რო­მე­ლიც ბე­ბი­ა­ჩე­მის - ნუცა ჟვა­ნი­ას დე­დას ერ­ქვა. ნუცა ქუ­თა­ი­სე­ლი ქალი იყო, მა­მა­მი­სი ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი გახ­ლდათ. დედა რუსი ჰყავ­და - ოლგა ზო­ტოვა, რო­მე­ლიც ატი­პი­უ­რი ოჯა­ხი­დან მო­დი­ო­და. მა­მა­ჩემ­მა გა­და­წყვი­ტა, ჩემ­თვის ბე­ბი­ა­მი­სის სა­ხე­ლი და­ერ­ქმია, რო­მე­ლიც ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და. მოკ­ლედ, იქი­დან მო­მაქვს ოლგა, ჩემი ლაღი და მზის­ფე­რი, გა­ნა­თე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბა, რაც ჩემს ხა­სი­ათ­ში გა­და­ი­ზარ­და.

ნუნუ:

- მამა - ცნო­ბილ რე­ჟი­სო­რი, დედა - მსა­ხი­ო­ბი - რო­გო­რი იყო მათი აღ­ზრდის მე­თო­დე­ბი?

000000000000000-1777984381.jpg

- ჩვენ­თან აღ­ზრდის მე­თო­დე­ბი სა­ერ­თოდ არ იყო. მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი, ტი­პუ­რი ქარ­თვე­ლი კა­ცია, ეროვ­ნუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბით, მორ­წმუ­ნე. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და უყ­ვარს თა­ვი­სი რე­გი­ო­ნი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი, გახ­სნი­ლი აზ­როვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გახ­ლდათ, შე­მეც­ნე­ბით სავ­სე. სულ ფილ­მებს იღებ­და, სცე­ნარს წერ­და და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­კი­თხე­ბი ჩვენ­თან მუდ­მი­ვად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ძა­ლი­ან ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დით და ასე­თი იყო ჩვე­ნი გა­რე­მო... ასე­ვე ჩვენ გა­რე­მოს ქმნი­და უამ­რა­ვი ბავ­შვით სავ­სე ეზო და ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც იმ სო­ცი­უმ­ში ხდე­ბო­და, ჩვენ­ზე აი­სა­ხე­ბო­და.

განაგრძეთ კითხვა