რუს მოდელზე ბიზნესმენმა სასტიკად იძალადა და გოგონას თავის ქალის ნაწილი მოჰკვეთეს - შემზარავი ისტორიის დეტალები
რუსული მოდის სამყარო შეძრა შემზარავმა ამბავმა, რომლის მთავარი გმირებიც 33 წლის მოდელი ანჟელიკა ტარტანოვა და მისი პარტნიორი, 41 წლის ბიზნესი დმიტრი კუზმინი არიან.
ის, რაც ერთი შეხედვით მდიდრულ და ბედნიერ ცხოვრებას ჰგავდა, ნამდვილ კოშმარად იქცა: გასულ წელს მოდელმა სასტიკი ცემის შედეგად, თავის ქალის ნახევარი დაკარგა, ხოლო მოძალადე კაცი სასამართლომდე გარდაიცვალა - როგორც რუსული მედია წერს, შიშისა და სტრესისგან.ქალმა გადატანილი სასტიკი ძალადობის შესახებ საჯაროდ ახლა ისაუბრა.
ყველაფერი გასულ წელს დაიწყო, როდესაც კუზმინი ტარტანოვას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა.
ძალადობის შედეგად, ქალმა უმძიმესი ტრავმები მიიღო. ექიმები აცხადებენ, რომ ოპერაციას ერთი საათითაც რომ დაეგვიანებინა, ანჟელიკა კომაში ჩავარდებოდა და გადარჩენის შანსი აღარ ექნებოდა.
სიცოცხლის შესანარჩუნებლად ქირურგებმა რადიკალურ ზომას მიმართეს - მას თავის ქალის თითქმის ნახევარი მოჰკვეთეს.