“ხელებზე არ ჰქონია ბავშვს დაბინძურებები... დღეს და­ზა­რა­ლე­ბულს არ აქვს პა­სუ­ხი მისი შვი­ლი მოკ­ლეს, თუ არ მოკ­ლეს" - რას აცხადებს ანა იანუშაიტიტეს საქმის პროკურორი - კვირის პალიტრა

“ხელებზე არ ჰქონია ბავშვს დაბინძურებები... დღეს და­ზა­რა­ლე­ბულს არ აქვს პა­სუ­ხი მისი შვი­ლი მოკ­ლეს, თუ არ მოკ­ლეს" - რას აცხადებს ანა იანუშაიტიტეს საქმის პროკურორი

დღეს და­ზა­რა­ლე­ბულს არ აქვს პა­სუ­ხი მისი შვი­ლი მოკ­ლეს, თუ არ მოკ­ლეს, გა­რეთ და­დის, თუ არა მისი შვი­ლი მკვლე­ლი. [ექ­სპერტ] და­ვით გრი­გო­ლი­ას მიერ ჩა­დე­ნი­ლია და­ნა­შა­უ­ლი - სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის და­უც­ვე­ლო­ბა,- ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა, ნა­თია თა­თი­აშ­ვილ­მა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც 12 წლის ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე სა­სა­მარ­თლომ 12 წლის მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე ექ­სპერ­ტის მიერ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შე­საძ­ლო და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტი გა­ნი­ხი­ლა. რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რორ­მა ნა­თია თა­თი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ექ­სპერ­ტმა, და­ვით გრი­გო­ლი­ამ სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის მა­სა­ლა და­ა­ზი­ა­ნა, რა­მაც უკვე შემ­დგომ­ში გა­მო­ძი­ე­ბას ხელი შე­უ­შა­ლა.

პრო­კუ­რო­რის თქმით, საქ­მე ეხე­ბა ისეთ ნივთმტკი­ცე­ბებს, რო­მელ­თა გა­მოკ­ვლე­ვი­თაც, შე­საძ­ლოა დად­გე­ნი­ლი­ყო 12 წლის ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს სხე­ულ­ზე უცხო ადა­მი­ა­ნის დნმ-ის არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტი ან საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა გა­რე­მო­ე­ბა.„ექ­სპერ­ტის ქმე­დე­ბა და­ი­წყო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას და გაგ­რძელ­და სა­ს­ექ­ციო დარ­ბაზ­ში. ექ­სპერ­ტი როცა კარ­გავს მნიშ­ვნე­ლო­ვან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას აქე­დან იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის და­უც­ვე­ლო­ბა.

სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის და­უც­ვე­ლო­ბა გა­მო­იწ­ვევს მის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რა­ზეც ის [და­ვით გრი­გო­ლია] გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია. გრი­გო­ლი­ამ თქვა, რომ ჩემი თავი მა­ბა­რია მხო­ლო­დო, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გვამ­თან მუ­შა­ო­ბას იწყებს ექ­სპერ­ტი და ას­რუ­ლებს ის. პირ­ვე­ლი ის არის ვალ­დე­ბუ­ლი, რომ მისი საკ­ვლე­ვი ობი­ექ­ტი იყოს და­ცუ­ლი... და­ვით გრი­გო­ლი­ას მიერ ჩა­დე­ნი­ლია და­ნა­შა­უ­ლი - სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის და­უც­ვე­ლო­ბა.

განაგრძეთ კითხვა