"ვიცოდი, პატარას გავყვებოდი ყველა ვარიანტში, თუ საერთოდ გავთხოვდებოდი" - წყვილი, რომლის ამბავმაც სოციალური ქსელი მოიცვა - კვირის პალიტრა

"ვიცოდი, პატარას გავყვებოდი ყველა ვარიანტში, თუ საერთოდ გავთხოვდებოდი" - წყვილი, რომლის ამბავმაც სოციალური ქსელი მოიცვა

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს ანონსიდან ვიგებთ, რომ მას სტუმრად ჰყავს სოციალურ ქსელში ცნობილი ბლოგერი და ინფლუენსერი ნინორე გიორგობიანი, რომელიც ასაკით უმცროს ბიჭზე დაქორწინდა და ამის გამო საკმაოდ დიდი ბულინგი გამოიარა. ნინორეს სოციალურ ქსელში რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავს და ხშირად აქვეყნებს ვლოგებს. ის და ალექს ბერია უკვე ათი წელია ერთად არიან.

"ვიცოდი, პატარას გავყვებოდი ყველა ვარიანტში, თუ საერთოდ გავთხოვდებოდი. ჩემი მეუღლე იყო 23 წლის. ამხელა ბულინგი და ამხელა "ჰეითი" ერთ ღამეში წავიკითხე. შენ რომ 60 წლის გახდებიო, რომ დაბერდებიო, შენი მეუღლე 50 წლის ბიჭი რომ იქნებაო, მერე რა უნდა ქნაო... ორივემ ვიცით, რომც დავიშალოთ, არ დაიქცევა ქვეყანა", - ამბობს ნინორე გადაცემის ანონსში. ვრცლად