დაადასტურა თუ არა თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ამ მრო­ველ-ურ­ბნე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის, იობ აქი­აშ­ვი­ლის სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა? - კვირის პალიტრა

დაადასტურა თუ არა თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ამ მრო­ველ-ურ­ბნე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის, იობ აქი­აშ­ვი­ლის სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა?

თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ამ მრო­ველ-ურ­ბნე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის, იობ აქი­აშ­ვი­ლის სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, დურ­მიშ­ხან ლაშ­ხმა გა­ნა­ცხა­და, რომ სე­მი­ნა­რი­ის დას­კვნის მი­ხედ­ვით „შეს­რულ­დე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რა“.„კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მიმ­ნი­ჭე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ რა დას­კვნაც დადო, იმ დას­კვნის მი­ხედ­ვით შეს­რულ­დე­ბა ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა. და­ნარ­ჩენ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ“, - გა­ნა­ცხა­და დურ­მიშ­ხან ლაშ­ხმა.

შე­გახ­სე­ნებთ, მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე გი­ორ­გი ჯამ­დე­ლი­ან­მა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სა­პატ­რი­არ­ქო კან­დი­და­ტის, ურ­ბნი­სი­სა და რუ­ი­სის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე იო­ბის დიპ­ლო­მი რე­ზი­დენ­ცი­ი­დან და­ი­კარ­გა.