რას ჰყვება ლელა მებურიშვილი ცხოვრების მნიშვნელოვან და რთულ მომენტზე? - კვირის პალიტრა

რას ჰყვება ლელა მებურიშვილი ცხოვრების მნიშვნელოვან და რთულ მომენტზე?

მსა­ხი­ო­ბი ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მომ­წე­რებს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან და ამავდრო­უ­ლად რთულ პე­რი­ოდს უზი­ა­რებს. ლონ­დონ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, მსა­ხი­ობ­მა შეძ­ლო და წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა მა­გის­ტრა­ტუ­რა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი სა­კუ­თა­რი ფილ­მიც გა­და­ი­ღო

"პე­რი­ო­დი, როცა ყვე­ლა­ფე­რი ღირ­და"

ლელა აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს გზა ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა შე­დე­გი იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ დღეს წარ­სულს მხო­ლოდ მად­ლი­ე­რე­ბით იხ­სე­ნებს. მსა­ხი­ობ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მისი ბრი­ტა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ეტაპს ასა­ხავს.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ ლონ­დონ­ში და­ვი­ცა­ვი მა­გის­ტრის დიპ­ლო­მი და გა­და­ვი­ღე ფილ­მი. საკ­მა­ოდ რთუ­ლი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

ახლა მივ­ხვდი, რომ აქამ­დე ვერ მო­ვა­ხერ­ხე თქვენ­თვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ეს ფო­ტო­ე­ბი ის კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე მახ­სე­ნებს, რა­ტომ ღირ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ გზა­ზე შემ­ხვდნენ და გვერ­დით და­მიდ­გნენ. მხარ­და­ჭე­რით, რჩე­ვით ან უბ­რა­ლოდ იმით, რომ იქ იყ­ვნენ მა­შინ, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად მჭირ­დე­ბო­და. ბევრ მათ­განს თა­ვი­დან სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ეს იდეა გა­ი­ზი­ა­რეს, შე­უყ­ვარ­დათ და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ რე­ა­ლო­ბად ექ­ცი­ათ.

სი­ტყვე­ბით მარ­თლა რთუ­ლია გად­მოვ­ცე, რამ­დე­ნად მად­ლი­ე­რი ვარ. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა სწო­რედ თქვენ­თან ერ­თად გახ­და ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი". ვრცლად