"ასეთი ლამაზი ფიზიკურად როგორ იქნებოდი? მე მგონია, რომ რობოტმა დაგხატა და ღმერთმა გამოგძერწა თავისი თითებით....“ - სიტყვები, რომელიც ირინა ონაშვილს უმცროსმა შვილმა მიუძღვნა
ირინა ონაშვილი უმცროსი ვაჟის, 8 წლის დათი ვარძელაშვილის ვიდეოს აქვეყნებს. ულამაზესი დედის გარეგნობით დათაც აღტაცებულია და ძილის წინ მას ხოტბას ასხამს:
- ასეთი ლამაზი ფიზიკურად როგორ იქნებოდი? მე მგონია, რომ რობოტმა დაგხატა, პიკასოზე გონიერმა, და ღმერთმა გამოგძერწა თავისი თითებით.... ვის არ მოსწონხარ? ყველაზე ლამაზი ქალი გალაქტიკიდან, უნივერსიდან, მილქი ვეიდან ყველაზე ლამაზი ადამიანი ხარ მთელ მაგ ადგილებში...
.jpg)
დათი ცნობილი მოდელის უმცროსი ვაჟია. უფროსი, საბა, 13 წლისაა.