“არსებობს კითხვები...“ - მეუფე ზენონი სინოდის სხდომის ხელახლა მოწვევას ითხოვს - კვირის პალიტრა

“არსებობს კითხვები...“ - მეუფე ზენონი სინოდის სხდომის ხელახლა მოწვევას ითხოვს

“დმა­ნი­სი­სა და აგა­რაკ-ტა­ში­რის ეპის­კო­პო­სის, ზე­ნონ ია­რა­ჯუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, პატ­რი­არ­ქის ინ­ტრო­ნი­ზა­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კი არ შე­იძ­ლე­ბა, ვიდ­რე "ერ­თმა­ნეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი არ გახ­დე­ბა", რად­გან არ­სე­ბობს კი­თხვე­ბი,“ - შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მე­უ­ფე ზე­ნონ­მა "ტვ პირ­ველ­თან" გა­ა­კე­თა.

მე­უ­ფე ზე­ნო­ნის თქმით, აპი­რებს, მღვდელმთავ­რებს მი­მარ­თოს, სი­ნო­დის სხდო­მის მოწ­ვე­ვის თა­ო­ბა­ზე."ვიდ­რე ერ­თმა­ნეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი არ გახ­დე­ბა, არა­ვი­თარ არ­ჩევ­ნებ­ზე, ინ­ტრო­ნი­ზა­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კი არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან კი­თხვე­ბი, არ­სე­ბობს სა­კი­თხე­ბი... მე­უ­ფე შიომ და მე­უ­ფე­ებ­მა თა­ვი­სი თა­ვე­ბი კან­დი­და­ტე­ბად რომ და­ა­სა­ხე­ლეს, რა უნდა მეთ­ქვა მე­უ­ფე ში­ოს­თვის, ვიდ­რე კან­დი­და­ტად თავს არ და­ა­სა­ხე­ლებ­და. და­ა­სა­ხე­ლეს თავი კან­დი­და­ტე­ბად თვი­თონ მიჰ­ყავ­დათ სხდო­მა, დაგვღა­ლეს დაგ­ვქან­ცეს, სამი სა­ა­თი უაზ­რო რა­ღა­ცა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით. სა­კი­თხებ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად რომ და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, ამას ში­ნა­გა­ნი შე­მარ­თე­ბაც ხომ უნდა.

ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მო­ვიწ­ვი­ოთ სი­ნო­დის სხდო­მა, განა არ შეგ­ვიძ­ლია, შეგ­ვიძ­ლია, მო­ვიწ­ვი­ოთ... მე, რა თქმა უნდა, მივ­მარ­თავ ამათ, მღვდელმთავ­რებს - სხვე­ბიც ალ­ბათ. ჩვენ თუ ერ­თმა­ნეთ­ში არ გა­ვერ­კვი­ეთ... იქ­ნებ ცილს ვწა­მებთ ამ ადა­მი­ანს" , - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ზე­ნონ­მა და წამ­ყვა­ნის რეპ­ლი­კა­ზე, "გე­ყო­ლე­ბათ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი?", მე­უ­ფე ზე­ნონ­მა თქვა: "რა თქმა უნდა".

ასე­ვე, გა­და­ცე­მა­ში მე­უ­ფე ზე­ნონ­მა თქვა, რომ ასა­ხე­ლე­ბენ ბიზ­ნეს­მენს, რო­მელ­მაც მღვდელმთავ­რებს მე­უ­ფე ში­ოს­თვის ხმის მი­ცე­მა სთხო­ვა.

განაგრძეთ კითხვა