KANYE WEST -საქართველოში – გლობალური ვარსკვლავი „დინამო არენაზე“ წარსდგება - კვირის პალიტრა

KANYE WEST -საქართველოში – გლობალური ვარსკვლავი „დინამო არენაზე“ წარსდგება

საქართველო კიდევ ერთი მასშტაბური მუსიკალური მოვლენის მოლოდინშია - ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და კულტურული ფენომენი Kanye West (YE) თბილისში კონცერტს გამართავს.

ინფორმაცია პროექტმა Starring Georgia გაავრცელა, რომლის ფარგლებშიც ბოლო წლებში არაერთი საერთაშორისო ვარსკვლავი ეწვია ქვეყანას. მათი ცნობით, კანიე ვესტის შოუ 12 ივნისს “დინამო არენაზე“ გაიმართებ.

კანიე ვესტი თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომლის შემოქმედება სცდება მხოლოდ მუსიკას - იგი აქტიურად მონაწილეობს მოდაში, დიზაინსა და პოპ-კულტურის ფორმირებაში. მისი კონცერტები ყოველთვის გამოირჩევა მასშტაბური ვიზუალური შოუებით, ინოვაციური სცენოგრაფიითა და ძლიერი ემოციური მუხტით, რაც თითოეულ გამოსვლას უნიკალურ გამოცდილებად აქცევს.

თბილისში დაგეგმილი კონცერტი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივ მსმენელში, ისე რეგიონში. მოსალოდნელია, რომ ღონისძიება ათასობით ფანს მოუყრის თავს და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს საქართველოს მზარდ როლს საერთაშორისო მუსიკალურ რუკაზე.

🎤 12 ივნისი უკვე მონიშნულია — „დინამო არენა“ გლობალური ჰიპ-ჰოპ სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ არტისტს უმასპინძლებს.