"მიმდინარე ომებს ნამდვილად აქვს გავლენა კლიმატზე..." - გაქრება თუ არა გაზაფხული საქართველოში? - ინტერვიუ ეკო-ბლოგერთან - კვირის პალიტრა

"მიმდინარე ომებს ნამდვილად აქვს გავლენა კლიმატზე..." - გაქრება თუ არა გაზაფხული საქართველოში? - ინტერვიუ ეკო-ბლოგერთან

ბოლო ხანს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე თით­ქმის ყვე­ლას­თვის თვალ­ხი­ლუ­ლად ჩანს - თუნ­დაც წლე­ვან­დე­ლი გა­ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ანო­მა­ლუ­რი ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი. ჩვენ­ში ბევ­რი წუხს "და­კარ­გუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის" გამო და ამის მი­ზე­ზებ­საც ეძებს, ბოლო ხანს ხში­რად გა­ი­გო­ნებთ ვა­რუდს, რომ ამ ცვლი­ლე­ბებ­ში ევ­რო­პა­სა თუ აზი­ა­ში, ჩვენს სი­ახ­ლო­ვეს მიმ­დი­ნა­რე ომებ­საც აქვთ თა­ვი­სი წილი.

ზო­გა­დად კი, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა აღარ არის მხო­ლოდ შო­რე­უ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­ნო­ზი - ეს არის რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, ეკო­სის­ტე­მებ­სა და რე­გი­ო­ნულ კა­ტას­ტრო­ფებ­ში აი­სა­ხე­ბა. რა­ტომ მი­იჩ­ნე­ვა 1.5 გრა­დუ­სი­ა­ნი მა­ტე­ბა კრი­ტი­კულ ზღვრად და რა­ტომ ვერ ას­წრებს ცო­ცხა­ლი სამ­ყა­რო ახალ ტემ­პე­რა­ტუ­რულ რე­ჟიმ­თან ადაპ­ტა­ცი­ას?

ინ­ტერ­ვი­უ­ში ეკო-ბლო­გერ ნინა ბარ­ჯა­ძეს­თან გან­ვი­ხი­ლავთ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გა­მომ­წვევ მთა­ვარ მი­ზე­ზებს - წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბის და­მან­გრე­ვე­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი შე­დე­გე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინა, ბოლო წლებ­ში სე­ზო­ნუ­რი ზღვა­რი თით­ქმის წა­ი­შა­ლა - ზამ­თა­რი ზამ­თარს აღარ ჰგავს, ზა­ფხუ­ლი კი ანო­მა­ლი­უ­რი სი­ცხე­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ხედ­ვით, რა არის ამ "კლი­მა­ტუ­რი ქა­ო­სის" მთა­ვა­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი?

- დე­და­მი­წის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდამ ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით მეც­ნი­ე­რებს აქვთ მო­ნა­ცე­მე­ბი ბოლო 1000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა ტენ­დენ­ცი­ით იც­ვლე­ბო­და ტემ­პე­რა­ტუ­რა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ტემ­პით დე­და­მი­წის დათ­ბო­ბა და­ი­წყო 1970-იანი წლე­ბი­დან და დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

განაგრძეთ კითხვა