“მომ­დევ­ნო ეტა­პი ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის სპექ­ტაკ­ლის გა­მარ­თვაა“ - რას გვიყვება მალხაზ ქვრივიშვილი "სიკეთის ჯაჭვზე“? - კვირის პალიტრა

“მომ­დევ­ნო ეტა­პი ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის სპექ­ტაკ­ლის გა­მარ­თვაა“ - რას გვიყვება მალხაზ ქვრივიშვილი "სიკეთის ჯაჭვზე“?

მსა­ხი­ო­ბი მალ­ხაზ ქვრი­ვიშ­ვი­ლი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ერთ საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი და იდე­ის ავ­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა. ამ­ბობს, რომ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის გული გა­ათ­ბეს. რა იყო მისი და მისი მე­გობ­რე­ბის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია, ამა­ზე თა­ვად გვი­ამ­ბობს:

- ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად და­ი­წყო. ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე - მე­გობ­რე­ბი დავ­სხდე­ბით და ვამ­ბობთ, - მოდი, რა­ღაც კარ­გი გა­ვა­კე­თოთ, რა­ი­მე ისე­თი, რაც სხვებს სი­ხა­რულს მო­უ­ტან“. მე ბევ­რს ვიც­ნობ ამ ქა­ლაქ­ში, ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ. ჩემს მე­გო­ბარს, თა­მარ ავა­ლიშ­ვილს, მე­უღ­ლეს­თან -კა­ხას­თან ერ­თად, აქვს ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია. სწო­რედ მათ­თან ერ­თად გაჩ­ნდა ეს იდეა.

ამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, გელა კე­ტაშ­ვი­ლიც შე­მო­უ­ერ­თდა. ერ­თად მსჯე­ლო­ბი­სას გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს იდეა რე­ა­ლო­ბად გვექ­ცია. სწო­რედ ამ დროს გა­იხ­სნა პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლის "კო­მე­დი­უ­რი თე­ატ­რი“, სა­დაც ემიგ­რან­ტებ­ზე კარ­გი სპექ­ტაკ­ლი იდ­გმე­ბა. ვი­ფიქ­რეთ, რომ ეს სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და დღე­სას­წა­უ­ლის მო­სა­წყო­ბად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა.

qvrivishvili111111111-44571-1778059356.jpg

- რო­გორც ვიცი, ამ წა­მო­წყე­ბას სხვა პარტნი­ო­რე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ. კონ­კრე­ტუ­ლად ვის­თვის გა­ი­მარ­თა ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა?

- დიახ, ჩემი ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რია რუსო ბე­რი­ძე, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს ხან­დაზ­მულ­თა პან­სი­ო­ნა­ტი "ბა­სი­ლი­ა­და“. ჩვენ ხში­რად ვსა­უბ­რობ­დით იმა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და პან­სი­ო­ნა­ტის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის გა­ხა­ლი­სე­ბა, რა სჭირ­დე­ბო­დათ მათ და რო­გორ შეგ­ვეძ­ლო მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ფე­რა­დე­ბა.

განაგრძეთ კითხვა