სიტუაცია კიდევ ერთხელ დაიძაბა: ჰორმუზის სრუტეში ფრანგულ გემს დაარტყეს - დაიჭრნენ მეზღვაურები - კვირის პალიტრა

სიტუაცია კიდევ ერთხელ დაიძაბა: ჰორმუზის სრუტეში ფრანგულ გემს დაარტყეს - დაიჭრნენ მეზღვაურები

ჰორმუზის სრუტეში ფრანგულ სატვირთო გემზე დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც, ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ, - ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

ფრანგულმა კომპანია CMA CGM-მა განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი სატვირთო გემი, „სან ანტონიო“ გუშინ ჰორმუზის სრუტეში გადიოდა, როცა მასზე დარტყმა განხორციელდა.

მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი, „სან ანტონიო“ ინდოეთისკენ მიემართებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა