“მანგლისში დავიბადე, იქაური ფიჭვების სურნელი დღესაც მახსოვს“ - ემიგრანტი საქართველოდან, რომელმაც ფრანგულ Voice-ში ფურორი მოახდინა - კვირის პალიტრა

“მანგლისში დავიბადე, იქაური ფიჭვების სურნელი დღესაც მახსოვს“ - ემიგრანტი საქართველოდან, რომელმაც ფრანგულ Voice-ში ფურორი მოახდინა

ცოტა ხნის წინ ფრან­გულ "Voice“-ში გა­მოჩ­ნდა მო­ნა­წი­ლე, რო­მელ­მაც ნამ­დვი­ლი ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი შეს­რუ­ლე­ბი­თა და ქა­რიზ­მით.

მომ­ღე­რალ ვლა­დი­მერ კორ­ნე­ევს ოთხი­ვე მწვრთნე­ლი შე­მო­უბ­რუნ­და, ატი­რე­ბულ­მა ლარა ფა­ბი­ან­მა კი მას­თან ერ­თად იმ­ღე­რა.

რო­გორც 38 წლის ვლა­დი­მერ­მა ჟი­უ­რის წევ­რებს გა­ნუ­ცხა­და, ის ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლო­დან ომს გა­მო­ექ­ცა. მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, თუმ­ცა მან­გლის­ში და­ბა­დე­ბულ ბიჭს, დღემ­დე თან სდევს სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბის სევ­და.

korneevi-46340-1778062424.jpg

ვლა­დი­მირ კორ­ნე­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მან­გლის­ში 1987 წელს ქარ­თულ-რუ­სულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მისი ბავ­შვო­ბა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მო­ქა­ლა­ქო ომს და­ემ­თხვა. მა­მამ, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნე­თის ომში მძი­მედ იყო დაჭ­რი­ლი, ვე­ღარ შეძ­ლო უმ­ძი­მეს სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბა და ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სით გერ­მა­ნი­ა­ში გაქ­ცე­უ­ლი­ყო. იმ­ჟა­მად ვლა­დი­მი­რი სულ 5 წლის იყო.

"იმ დროს ლა­პა­რა­კი არ შე­მეძ­ლო, რად­გან ენა­ბორ­ძი­კო­ბა მქონ­და. პი­ა­ნი­ნო­ზე დაკ­ვრა და სიმ­ღე­რა ყო­ველ­თვის მეხ­მა­რე­ბო­და პა­ტა­რა ბი­ჭო­ბი­სას", - იხ­სე­ნებს მომ­ღე­რა­ლი.

მას­თან ინ­ტერ­ვიუ “სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა“ ჩა­წე­რა.

ვლა­დი­მე­რის თქმით, ყვე­ლა­ზე მე­ტად იმას ნა­ნობს, რომ ქარ­თუ­ლად ვერ სა­უბ­რობს, თუმ­ცა ახალ პრო­ექ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მის მა­ყუ­რებ­ლებს ბევ­რს მო­უყ­ვე­ბა.

განაგრძეთ კითხვა