(ვიდეო) "შვიდწლიანი მძიმე ბრძოლისა და გაურკვევლობის შემდეგ, ჩემთვის ახალი ეტაპი დაიწყო" - რას წერს გიორგი მამალაძე - კვირის პალიტრა

(ვიდეო) "შვიდწლიანი მძიმე ბრძოლისა და გაურკვევლობის შემდეგ, ჩემთვის ახალი ეტაპი დაიწყო" - რას წერს გიორგი მამალაძე

სოციალურ ქსელში გიორგი მამალაძე პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს:

“ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

მსურს გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე

469259288-122107870724644914-1685717126301513728-n-1778064868.jpg

!შვიდწლიანი მძიმე ბრძოლისა და გაურკვევლობის შემდეგ, ჩემთვის ახალი ეტაპი დაიწყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებულმა ზუსტმა დიაგნოსტირებამ, რთულმა ნეიროქირურგიულმა ოპერაციამ და ინტენსიურმა რეაბილიტაციამ რეალური შედეგი გამოიღო. დღეს გვაქვს მყარი საფუძველი და დიდი იმედი, რომ გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით გაგრძელდება. მადლობა ღმერთს, ჩემს ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იდგა და დგას.ქრისტე აღდგა!ჭეშმარიტად აღდგა!“

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს, რის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ სამი დღის შემდეგ გახდა, როდესაც საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დეკანოზი „მაღალი სასულიერო იერარქის“ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. უკვე 16 თებერვალს, პროკურატურაში დააზუსტეს, რომ „მაღალი რანგის სასულიერი პირი“ სავარაუდო მკვლელობის სამიზნე არ ყოფილა.

გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობიდან 2024 წელს გაათავისუფლეს.