"კარგი დედა ვარ?... მაგ დღის მერე სულ შფოთვაა...“ - ნინუცა ორჯონიკიძისა და ანა კოშაძის გულახდილი საუბრები - კვირის პალიტრა

"კარგი დედა ვარ?... მაგ დღის მერე სულ შფოთვაა...“ - ნინუცა ორჯონიკიძისა და ანა კოშაძის გულახდილი საუბრები

დედობაზე ბევრს წერენ, კიდევ უფრო მეტს გვირჩევენ, თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ყველა დედა მაინც მარტო რჩება საკუთარ კითხვებთან და შიშებთან. გვანცა დარასელიას საკუთარ პოდკასტში ნინუცა ორჯონიკიძე და ანა კოშაძე ჰყავდა სტუმრად - მათ სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს:

ანა კოშაძე და ნინუცა ორჯონიკიძე დედობაზე

ნინუცასთვის დედობა მუდმივი ძიებაა. მიუხედავად უამრავი წაკითხული წიგნისა, მან აღმოაჩინა, რომ ყველაზე სანდო მრჩეველი საკუთარი ინტუიციაა.

"კარგი დედა ვარ? - ეს არის კითხვა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. ერთადერთი, რაც ყოველთვის ვიცოდი, მინდოდა, რომ მყოლოდა შვილი. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა შვილი გავაჩინე და მაგ დღის მერე სულ შფოთვაა - მივეცი თუ არა საკმარისი სითბო, გაიგო თუ ვერ გაიგო.

არავის არ აქვს ინსტრუქცია დედობაზე. უამრავი წიგნი მაქვს და უამრავი რჩევა მოსმენილი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ვისწავლე, რომ ჩემს სხეულს ვენდო. ვგრძნობ, რა უნდა ვუთხრა და ვფიქრობ, რომ გულწრფელობაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის შვილთან ურთიერთობისას. მარტივად უნდა ავუხსნა ყველაფერი, რა ხდება ჩემში, რატომ მოვიქეცი მსგავსად, რატომ ვერ დავუთმე დრო, რატომ ვმუშაობ ამდენს, რატომ არის ეს პროცესები, როგორ ვუყურებ მე.

სულ ვცდილობ, მე რაც არ მქონდა, ის ყველაფერი მივცე მას. მე მაინც იმ გარემოში გავიზარდე, სადაც მითხრეს, რა და ვინ უნდა ვყოფილიყავი და ბევრი წელი ვიცხოვრე ასე, თუ როგორი წარმოდგენა ჰქონდათ სხვა ადამიანებს ჩემთან მიმართებით. ჩემს შვილს რაც მინდა მივცე, არის ის, რომ ჰქონდეს შინაგანი თავისუფლება, რომელიც მგონია მე ჩამიხშეს ბევრი წლის წინ. ახლა რასაც ვუყურებ, რომ მოტრიალდება და სითამამით, სილაღით შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება და მერე ამის გატანა, ვჯდები და ვწყნარდები. ეს ის უნარია, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი", - ამბობს ნინუცა ორჯონიკიძე.

განაგრძეთ კითხვა