“ყოველთვის ვატარებ ჩემში შენს დნმ-ს, შენს გენებს, შენი სიბრძნის ნაწილს...“ - სოსო პავლიაშვილის ემოციური გზავნილი - კვირის პალიტრა

“ყოველთვის ვატარებ ჩემში შენს დნმ-ს, შენს გენებს, შენი სიბრძნის ნაწილს...“ - სოსო პავლიაშვილის ემოციური გზავნილი

ცნობილმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა სოციალურ ქსელში მამას დაბადების დღე განსაკუთრებული, ემოციური სიტყვებით მიულოცა. არტისტმა გულწრფელად ისაუბრა ოჯახზე, სიყვარულზე, მემკვიდრეობასა და იმ ფასეულობებზე, რომლებიც მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია:

“დღეს ჩემი საყვარელი მამის დაბადების დღეა!

მადლობა შენ იმისთვის, რომ ასე ძლიერ გიყვარს დედა, იმისთვის, რომ დავიბადეთ მე, ჩემი დაიკო მაკა და შენი შვილიშვილები!

687614489-18584177956038328-1657915930719992854-n-1778074818.jpg

მე ყოველთვის ვატარებ ჩემში შენს დნმ-ს, შენს გენებს, შენი სიბრძნის ნაწილს, რადგან ისეთივე ბრძენი, როგორიც შენ ხარ, ალბათ, მე ვერასოდეს გავხდები. მე ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. დაე, ჩვენმა სიყვარულმა და ჩვენმა ლოცვებმა ყოველთვის გაანათოს ეს მშვენიერი სამყარო და მშვენიერი ადამიანები!

მამა, მადლობა შენ იმისთვის, რომ მე შენს მამის — იოსიფის პატივსაცემად მქვია. ის 27 წლის ასაკში, ნათელი მომავლის ბრწყინვალე პერსპექტივების მიუხედავად, უარი თქვა ჯავშანზე და წავიდა ომში, თავისი სიცოცხლე გასწირა ჩვენი დღევანდელი ბედნიერებისთვის.

პატივისცემით და სიყვარულით, შენი შვილი, შენი იოსიფი (სოსო პავლიაშვილი)!“