ზედიზედ მეორე სეზონში, “კვარა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს - “პესეჟემ” “ბაიერნს” სძლია (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ზედიზედ მეორე სეზონში, “კვარა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს - “პესეჟემ” “ბაიერნს” სძლია (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში პსჟ გასვლაზე „ბაიერნს“ ფრედ ეთამაშა (1:1), ორრაუნდიანი დაპირისპირება 6:5 მოუგო და ზედიზედ მეორედ დამსახურებულად გავიდა ფინალში.

სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც კვარაცხელიამ დრიბლინგის და გადაცემის შედეგად დემბელემ გაიტანა. შემდეგ ხვიჩა უპამეკანოს გაექცა, საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მისი დარტყმული ტამ დაბლოკა. მასპინძელთაგან პირველი მომენტი ოლისემ შექმნა, რომელმაც მიზანს ვერ უწია. მერე ვიტინიას ამოტანილი ბურთი საჯარიმოში ხელზე ნევეშს მოხვდა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ნევეშის თავური ნოიერმა მოიგერია, ბოლოს მუსიალას საფონოვმა არ გაატანინა, „კვარამ“ ბურთის გადაგდების გამო ყვითელი ბარათი მიიღო და პირველი ტაიმი დასრულდა.

57-ე წუთზე ქართველი ფინტით მეურვეს გასცდა და მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ნოიერმა ფეხით მოიგერია. მან დუესაც არ გაატანინა. ლუის ენრიკემ დემბელე ბარკოლათი შეცვალა. ცოტა ხანში ხვიჩამ ბურთი ჩაჭრა, დუეს მიაწოდა, რომელმაც მიზანს ააცილა. 76-ე წუთზე დუეს და ფაბიან რუისის ნაცვლად მოედანზე ერნანდესი და ბერალდო შევიდნენ. ცოტა ხანში „კვარამ“ მცველები გააბითურა, მაგრამ მომენტის დაგვირგვინება ვერ შეძლო. ცოტა ხანში ნოიერმა უკვე ბარკოლას დარტყმული მოიგერია. კომპენსირებულ დროში კეინმა ანგარიში გათანაბრა და საბოლოოდ - 1:1. ვრცლად