"საქართველოს საელჩოში UFC-ის მსოფლიო ჩემპიონს, ილია თოფურიას ვუმასპინძლეთ" - რა ფოტოებს აქვეყნებს საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი? - კვირის პალიტრა

"საქართველოს საელჩოში UFC-ის მსოფლიო ჩემპიონს, ილია თოფურიას ვუმასპინძლეთ" - რა ფოტოებს აქვეყნებს საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი?

UFC-ს ქართველი მებრძლი ილია თოფურია აშშ-ში იმყოფებოდა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ილია თოფურიას საქართველოს საელჩოშიც უმასპინძლეს:

"საქართველოს საელჩოში UFC-ის მსოფლიო ჩემპიონს, ილია თოფურიას ვუმასპინძლეთ.

689062026-1499834675488208-6082953355189081649-n-1778133515.jpg

ჩვენს სახელოვან მებრძოლს გადავეცით ძველ-კოლხური ქამრის ბალთა, რომელიც, გვჯერა, მომავალ ისტორიულ ბრძოლაში გამარჯვებისა და მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დაცვის სიმბოლური ნიშანი იქნება.

ილია თოფურია ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მოწვევით იმყოფებოდა და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

690913034-1499834775488198-640837814365409209-n-1778133515.jpg

ღონისძიებას ასევე დაესწრო UFC-ის გამორჩეული მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია. - ვკითხულობთ თამარ ტალიაშვილის პოსტში, რომელსაც საქართველოს ელჩი აქვეყნებს.