ნიცა, ვიქტორია და მარინა: როგორ ქომაგობდნენ ტრიბუნებიდან პსჟ-ს ფეხბურთელებს ცოლები - კვირის პალიტრა

ნიცა, ვიქტორია და მარინა: როგორ ქომაგობდნენ ტრიბუნებიდან პსჟ-ს ფეხბურთელებს ცოლები

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის გან­მე­ო­რე­ბი­თი მატ­ჩი მი­უნ­ხენ­ში ნამ­დვილ სა­ფეხ­ბურ­თო დრა­მად იქცა. სა­ნამ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და მისი "პსჟ" მო­ე­დან­ზე ფი­ნა­ლის­თვის იბ­რძოდ­ნენ, ტრი­ბუ­ნებ­ზე არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბო­და. პა­რი­ზე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის "მე­ო­რე ნა­ხევ­რებ­მა" სტა­დი­ონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო შექ­მნეს.

"პსჟ"-ს ვარ­სკვლა­ვე­ბის "მხარ­და­ჭე­რის გუნ­დი": ნიცა თა­ვა­ძე და სხვა ცნო­ბი­ლი მე­უღ­ლე­ე­ბი მი­უნ­ხე­ნის ტრი­ბუ­ნებ­ზე

სა­ნამ მო­ე­დან­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია მო­რიგ ის­ტო­რი­ულ შე­დეგს აფიქ­სი­რებ­და, ტრი­ბუ­ნე­ბის მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბა "პარი სენ-ჟერ­მე­ნის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბის­კენ იყო მი­პყრო­ბი­ლი. სტა­დი­ო­ნის წი­თელ ფონ­ზე გო­გო­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნამ და მათ­მა გულ­შე­მატ­კივ­რო­ბამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მა­ლე­ვე და­ი­პყრო.

download-1778134320.jpg

ამ­ჯე­რად ხვჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მე­უღ­ლე ტრი­ბუ­ნა­ზე "პსჟ"-ს სხვა წამ­ყვა­ნი მო­თა­მა­შე­ე­ბის ცო­ლებ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. ნიცა თა­ვა­ძე დროს მხი­ა­რუ­ლად ატა­რებ­და ვიქ­ტო­რია ტრი­აი კლა­ინ­თან (ფრან­გი მცვე­ლის, ლუ­კას ერ­ნან­დე­სის მე­უღ­ლე) და მა­რი­ნა კონ­დრა­ტი­უკ­თან (კლუ­ბის მე­კა­რის, მატ­ვეი სა­ფო­ნო­ვის მე­უღ­ლე) ერ­თად.

განაგრძეთ კითხვა