“კვარაცხელია და დემბელე - ეს ნებისმიერი დაცვისთვის კოშმარია...ამ ორს ახლა კარგად ესმის ერთმანეთის“ - ტიერი ანრი - კვირის პალიტრა

“კვარაცხელია და დემბელე - ეს ნებისმიერი დაცვისთვის კოშმარია...ამ ორს ახლა კარგად ესმის ერთმანეთის“ - ტიერი ანრი

პსჟ-ს მიერ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნის“ ბარიერის გადალახვის შემდეგ, ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ, პარიზული გუნდის შემტევები ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე შეაქო:

„როდესაც ორი ასეთი გარემარბი გყავს, მეტოქის სხვადასხვა ხერხით განადგურებაა შესაძლებელი. ეს ნებისმიერი დაცვისათვის კოშმარია. ეს მატჩის დასაწყისშივე ვნახეთ: კვარაცხელიამ მოწინააღმდეგეს ბურთი აართვა, მეურვეს გასცდა და იდეალური პასი გააკეთა, რათა დემბელეს მესამე წუთზე გაეტანა. ბუმ - 1:0. ამ ადრეულმა გოლმა მოწინაღმდეგეს ხასიათი წაუხდინა და პრაქტიკულად გადაწყიტა დაპირისპირების ბედი.

ამ ორს ახლა კარგად ესმის ერთმანეთის. პარიზულ გიჟურ მატჩში ორივემ დუბლი შეასრულა. „კვარა“ მუდამ გადამწყვეტ როლს თამაშობს. ის ფლანგზე მცველებს სისწრაფით გაურბის, უსმანი კი სივრცეს იყენებს... ნამდვილი სანახაობაა. დემბელე ზუსტია, როცა შესაძლებლობა ექმნება, ხოლო კვარაცხელია დრიბლინგით და მოედნის ხედვით უბრალოდ ქაოსს ქმნის“, - განაცხადა ანრიმ CBS Sports-ის არხის ეთერში.

Sportall.ge