ვინ არის გიორგი უძილაური, რომელიც სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა?! - კვირის პალიტრა

ვინ არის გიორგი უძილაური, რომელიც სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა?!

გიორგი უძილაურს, რომელიც 5 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სუს-ი მას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას ედავება.

ვინ არის გიორგი უძილაური?

გიორგი უძილაური ბოლო წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა

ამასთან, ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო “ქარ­თუ ჯგუ­ფის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. უფრო ადრე კი ეწე­ო­და ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში.

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, და­კა­ვე­ბულს უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან გა­აჩ­ნდა მა­ღალ დო­ნე­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის სის­ტე­მა­ტუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი.

შეხ­ვედ­რე­ბი იგეგ­მე­ბო­და და­შიფ­რუ­ლი ორ­მხრი­ვი კავ­ში­რის გა­მო­ყე­ნე­ბით და იმარ­თე­ბო­და სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე, წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი კონ­სპი­რა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის მკაც­რი დაც­ვით.

ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, რო­გორც პი­რის­პირ კონ­ტაქ­ტის, ასე­ვე ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

განაგრძე კითხვა