რა ქონებას ფლობს მიხეილ სარჯველაძე?! - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს მიხეილ სარჯველაძე?!

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა.

მის მიერ შევსებული დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრი მხოლოდ მსუბუქ ავტომობილს ფლობს, დანარჩენი ქონება კი მისი მეუღლის სახელზეა.

რა ქონებას ფლობს მიხეილ სარჯველაძე

უფრო კონკრეტულად, დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ სარჯველაძეს ეკუთვნის ავტომობილი LEXUS (NX200t), რომელიც 2024 წელს 10 293 აშშ დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება მინისტრის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას, ჩამონათვალი ასეთია:

110 კვ.მ ბინა თბილისში - 2025 წელს ჩუქებით გადაეცა;

1045 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცხეთაში (სოფელი ნავდარაანთკარი) - 2022 წელს 22 990 ლარად შეძენილი;

750 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცხეთაში (სოფელი ნავდარაანთკარი) - 2022 წელს 16 500 ლარად შეძენილი;

600 კვ.მ მიწის ნაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში (სოფელი ლავრისხევი) - 2017 წელს მემკვიდრეობით გადაცემული.

განაგრძე კითხვა