გურჯაანში 36 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის მისი მეზობელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1990 წელს დაბადებული ნ.თ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა მეზობელი - 1990 წელს დაბადებული ა.მ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
"ინტერპრესნიუსი"