“იყვირე, ჩემო ჩემპიონო! შენ ძალიან განსაკუთრებული ხარ!" - როგორ მიმართა დონალდ ტრამპმა ილია თოფურიას
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში UFC-ის მებრძოლებს შეხვდა.
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდნენ ილია თოფურია, მისი მეტოქე ჯასტინ გეიჯი და კიდევ რამდენიმე მებრძოლი.
დონალდ ტრამპის თქმით, ის სპორტის ფანია და 14 ივლისს თეთრი სახლის წინ იქნება "დიდი ბრძოლა".
"14 ივლისს დიდი ბრძოლა გვაქვს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა და აღარასოდეს მოხდება", - განაცხადა ტრამპმა.
"ილია თოფურია, ის, ვისზეც ამბობენ, რომ მასზე მტკიცე არავინ არსებობს! იყვირე, ჩემო ჩემპიონო! შენ ძალიან განსაკუთრებული ხარ!" - ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ილია თოფურიას.
ილია თოფურიასა და დონალდ ტრამპს შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა. ქართველმა მებრძოლმა, მას მადლობა გადაუხადა აღნიშნული შესაძლებლობისთვის
"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, ჩავატაროთ ყველაზე დიდი ღონისძიება სპორტის ისტორიაში. მადლობა მინდა გადავუხადო ღმერთს, რომ ეს ლამაზი დღე გვაჩუქა და მოგვცა შესაძლებლობა, გამოგვეცადა, როგორი გრძნობაა ოვალურ კაბინეტში ყოფნა. ეს შესანიშნავია. მადლობა", - განაცხადა ილია თოფურიამ, ტრამპს ხელი ჩამოართვა და დაამატა - "ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი კეთილი იქნებოდით", რაზეც დონალდ ტრამპმა უპასუხა: "უბრალოდ ჩემზე მცდარი წარმოდგენა აქვთ."
ილია თოფურია: "რატომ გსურთ, რომ თქვენს მეგობარს ურთულესი გამოცდა მოუწყოთ? როგორც თქვით, ის თქვენი მეგობარია" - ჰკითხა თეთრ სახლში მყოფმა ილია თოფურიამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალს ტრამპს მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ თოფურიას მეტოქე, ჯასტინ გეიჯი მისი მეგობარია, რაზეც ტრამპა უპასუხა - "ყველა თქვენგანი იბრძოლებს ურთულესი გამოცდის ჩასაბარებლად".
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და UFC-ის ჩემპიონების შეხვედრას ილია თოფურიაც ძმა, ალექსანდრე თოფურიაც ესწრებოდა
ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ამერიკელ ჯასტინ გეიჯს შეებრძოლება.
palitravideo.ge