"დაინახეთ, კვარაცხელია ბოლო წუთებზე რას აკეთებდა?!" - პსჟ-ის პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელზე - კვირის პალიტრა

"დაინახეთ, კვარაცხელია ბოლო წუთებზე რას აკეთებდა?!" - პსჟ-ის პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელზე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა გასვლაზე "ბაიერნთან" ფრედ 1:1 ითამაშა და ვინაიდან პირველი შეხვედრა 5:4 ჰქონდა მოგებული, ფინალში გავიდა.

პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემა The Washington Post-მა ამ მატჩსა ქართველ ფეხბურთელს სტატია მიუძღვნა, სადაც ჩვენებურის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"გოლის გატანითა თუ თანაგუნდელებისთვის მომენტების შექმნით, ხვიჩა მოედანზე განსხვავებას ქმნის. მისმა გატანილმა ათმა გოლმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ პსჟ თვის ბოლოს ფინალში ითამაშებს.

"ბაიერნთან" მატჩის დასაწყისში მისმა შესანიშვნმა ასისტმა შეხვედრის მიმდინარეობა მაშინვე შეცვლა და მიუნხენელები უკან დახია, რადგან მათგან ყველა პირველივე წუთებიდან მასირებულ შეტევებს ელოდა.

ისევე როგორც "მონაკოსთან", "ჩელსისთან" და "ლივერპულთან", კვარაცხელია ნახევარფინალურ დაპირისპირებებშიც შესანიშნავი იყო. მის მიმართ განსაკუთრებულმა ყურადღებამ საპასუხო მატჩში სწრაფი გოლი გამოიწვია", - წერს გამოცემა.

განაგრძეთ კითხვა