„300 არაგველზე“ მგზავრი ლიანდაგში ჩავარდა - რა ხდება შემთხვევის ადგილზე?! - კვირის პალიტრა

„300 არაგველზე“ მგზავრი ლიანდაგში ჩავარდა - რა ხდება შემთხვევის ადგილზე?!

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, „300 არაგველზე“ მგზავრი ლიანდაგში ჩავარდა. ადგილზე კი სასწრაფო და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.

მეტრო ამ დროისთვის მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „ახმეტელამდე“ გადაადგილდება.

"ინტერპრესნიუსი"